კალაძე: დესტრუქციული პოლიტიკოსების ქმედებებს რეაგირება მოჰყვება, ეს ასე არ დარჩება

[გავრილოვის პარლამენტში მისვლვის გამო] შეიკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მართლაც გულწრფელად გამოხატავდა თავის პროტესტს, თუმცა, დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს და [20 ივნისის] საღამოს განვითარებული მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა აქციაზე მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, შტურმით აეღოთ პარლამენტი. ეს იყო ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ეს ასე არ დარჩება, დაუშვებელია.

შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ვნახეთ და ძალიან მძიმე სანახავი იყო სურათი, რაც მივიღეთ. ძალიან მძიმე იყო დაშავებული ადამიანების ხილვა, მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რაც კი შესაძლებელია და მეც მზად ვარ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელებაში

თბილისის მერი კახა კალაძე 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას "დესტრუქციულ პოლიტიკოსებს" აკისრებს. ცნობისთვის, შსს-მ "jჯგუფური ძალადობის ორგანიზების" მუხლით გამოძიება დაიწყო და დაკითხვაზე დაიბარა ნიკა მელია, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები