ანტისაოკუპაციო აქცია

ზურაბიშვილი: მოსახლეობის რეაქცია ბუნებრივია, თუმცა ამ მიმართულებით არ უნდა გავაგრძელოთ

მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ. ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება, რადგან ეს ჩვენი რეალური ძალაა. რუსეთთან პოლიტიკური პრობლემა არსებობს და ყველა იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა ერთ დღესაც გადაიჭრება. თუმცა, ამის პარალალელურად საქართველო ვითარდება, არის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას - "ესმის თუ არა რამ გამოიწვია პროტესტი", უპასუხა.

კომენტარები