მეტრეველი: 20 ივნისის აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ წინა ხელისუფლების ზონდერები

რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც ხდება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნამდვილად მძიმეა ამ ყველაფრის ხილვა. სპეცრაზმი უმიზნებდა და რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ზონდერები არიან შემორჩენილები. ასე მგონია მე და ამას დაადგენს გამოძიება, ესენი არიან სწორედ ის ზონდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმში იყვნენ.

სააკაშვილი საუბრობდა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი იმ სპეცრაზმელთან. თვითონ ამბობდა, მე ვესაუბრე და ვუთხარი ხალხის გვერდით დამდგარიყვნენო. დადასტურდა ეს იმით, რომ რამდენიმე მათგანი ნამდვილად დამიზნებით ესროდა მოქალაქეებს და ეს არის გამოსაძიებელი

პირველი არხის ცნობით, 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე თქვა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.

კომენტარები