სოფო კილაძე

კილაძე: ზოგი პოლიციელის მიერ ძალაუფლების გადამეტება შს მინისტრის პასუხისმგებლობა არ მგონია

როდესაც ვხედავთ იმის მცდელობას, რომ შტურმით აიღონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რა თქმა უნდა, პოლიციის ვალდებულებაა, რომ მოახდინოს რეაგირება. თუმცა, იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალის გამოყენება მოხდეს მაქსიმალურად კანონთან შესაბამისობაში. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ პოლიციას ჰქონდა ვალდებულება გაენეიტრალებინა ეს საფრთხე, თუმცა, იმავდროულად, ცალკეულ შემთხვევებში, ვხედავთ, ჩემი აზრით, ძალის გადამეტების შემთხვევებს და ეს არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი და ვფიქრობ, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის პირები, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ ძალის გადამეტებაზე. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ მასობრივ ღონისძიებაში კონკრეტული პოლიციელების ძალაუფლების გადამეტების თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევებს ვერ აღკვეთავს და ამიტომ მგონია, რომ ეს იყოს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა.

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე

კომენტარები