არჩევნები 2020

გაბაშვილი: "ოცნების" შექმნილი მცირე პარტიები მათვე წაართმევს ხმებს, ძალიან წინ წავიწიეთ

კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველ გამარჯვებას!!! უბარიერო არჩევნები არ არსებობს - დათქმულის მაგივრად, ბუნებრივი ბარიერი წარმოიქმნება 0.7-დან 1 პროცენტამდე. აქტივობის მიხედვით.

თუ ადრე 50% პროდასავლურ ხმებს შეიძლებოდა წაეგო მაჟორიტარების ხარჯზე - ახლა ეს გამორიცხულია. მათი შექმნილი მცირე პარტიები მათვე წაართმევს ხმებს. თუ ვინმეს ყიდვის შნო აქვს, ნებისმიერ სისტემაში შეეცდება, მაგრამ ამ სისტემაში აზრი არ აქვს. ოცნებისთვის ყიდვას უფრო რეზონი აქვს მისთვის, ვიდრე გარე პატარების. ანუ ძალიან წინ წავიწიეთ. დანარჩენი კანონზე ჭიდაობაა... გახარია უნდა გადადგეს

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

კომენტარები