აქცია პარლამენტთან

თსუ-ს რექტორი: სასიხარულოა, რომ სტუდენტები არ აყვნენ პოპულისტ პოლიტიკოსებს

კარგად გვახსოვს 1920 წლის მოვლენები. საქართველოს მთავრობამ ბოლშევიკები გამოუშვა ციხიდან, მათ განაგრძეს ძირგამომთხრელი საქმიანობა, რუსეთის საელჩო გადაიქცა აგენტების შტაბად - მთავრობას კი გულუბრყვილოდ უხაროდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის "აღიარება“. თუმცა, ამ სიხარულმა ცოტა ხანს გასტანა.

ახლა არის სიტუაცია, როდესაც კარგად ჩანს, ვინ ვინ არის, ვინ ვის დავალებას ასრულებს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

ნაცვლად იმისა, რომ ყველა ერთი ეროვნული იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით, ისევ ერთმანეთს დავუპირისპირდით - ეს კი ვის ინტერესშია, რთული მისახვედრი არ არის.

ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა, როგორც ყოველთვის, დააფიქსირეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია და გადაწყვიტეს არ აყვნენ პოპულისტ პოლიტიკოსებს.

გვახსოვდეს, რუსეთი ოკუპანტია

წერს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები