ბახტაძე: ვწუხვარ, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ, ქართულ მედიას განსაკუთრებულ პატივს ვცემ

ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ძალიან მძიმე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში. დაშავებულები არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები. დღეს მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან. ამასთან, მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო ქართული მედიის მიმართ

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე TV იმედის ეთერში, 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე, რა დროსაც მედიის 31 წარმომადგენელი დაშავდა.

კომენტარები