გია ყანჩელი

ყანჩელი: მინდა გავემიჯნო რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა

მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე. ბატონი რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო.

კომპოზიტორი გია ყანჩელი რობერტ სტურუას მოსაზრებას ემიჯნება. მან ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა, 20 და 21 ივნისს პარლამენტის წინ ჩატარებულ ანტისაოკუპაციო აქციებს გამოეხმაურა და თქვა, "ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის."

კომენტარები