ნულოვანი ბარიერი

ჭიაბერაშვილი: მეგობრებო, ივანიშვილს თავისი გაჭირვებია, ხმებს ინაშვილსაც კი ვერ გაუყოფს

ნულოვანი ბარიერის პირობებში,
საარჩევნო ბიულეტენი იქნება ზეწარისხელა.
საარჩევნო ნომრებად ვიხილავთ 98-ს ან 107-საც კი.

მაგრამ ცნობადობა?

როგორ წარმოგიდგენიათ 79 ნომრით გასული "ღრუბლიანი ამინდის პარტიამ" არჩევნებამდე დარჩენილ დროში ცნობადობის ისე აკრეფა მოასწროს, რომ 12-14 ათასი ხმა აიღოს?

მეტყვით, რომ ბიძინა დააფინანსებს.

მეგობრებო, ივანიშვილს თავისი გაჭირვებია. ხმებს ინაშვილსაც კი ვერ გაუყოფს.

P.S. როდესაც სუპერმარკეტში შეხვალთ, საკუთარ ქცევას დააკვირდით, უფრო ნაცნობ პროდუქტს/ბრენდებს ყიდულობთ თუ ხელში რაც მოგხვდებათ, იმას?

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიბერაშვილი პასუხობს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ნულოვანი ბარიერით 2020 წელს პარლამენტში სატელიტ პარტიებს შეიყვანს.

კომენტარები