გოგუაძე: მიღწევაა, რომ დაინგრა სისტემა, რომლითაც ივანიშვილი ძალაუფლების უზურპაციას შეძლებდა

მთავარი მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა. გახარია აუცილებელად უნდა გადადგეს. იმიტომ, რომ ის ადამიანი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი იმ ომზე, რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუმართა აქ რუსთაველის გამზირზე, თვალებდათხრილ ადამიანებზე, დაჭრილ ადამიანებზე, პოლიტპატიმრებზე, ის ადამიანი უნდა წავიდეს და წერტილი, როგორც ამბობს თვითონ. დიახ, ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და დათმო მაჟორიტარული სისტემა. ეს არის ნამდვილად ქართველი ხალხის, ახალგაზრდების მშვიდი პროტესტის შედეგი, რომლის შედეგადაც მან ნახა, რომ აუცილებელია დათმობებზე წასვლა.

ბევრი ლაპარაკია ნულოვან ბარიერზე. რასაკვირველია, იგი ცდილობს რომ რაღაც ხრიკებით ისევ მოახერხებს და შეინარჩუნებს უმრავლესობას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება. ის, რომ მოვახერხეთ იმ სისტემის დანგრევა, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილს ექნებოდა ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობა, ეს არის უკვე მიღწევა. ხრიკების და მანიპულაციების საშუალებას ივანიშვილს არ დავუტოვებთ. 20 ივნისს აქ ამ პროსპექტზე ამ მთავრობამ, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩაატარა რიტუალური თვითმკვლელობა. არცერთ ხელისუფლებას ეს არ აპატია ქართველმა ხალხმა და არც მათ აპატიებს და პირველ რიგში გახარია, როგორც ამ ბარბაროსობაზე პასუხიმგებელი უნდა წავიდეს.

 

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე პროპორციულ სისტემაზე და რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე რუსთავი ორის ეთერში.
მოკლე ბმული: