ზოიძე აქციის დარბევაზე: გახარიამ დაგვიცვა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან

რა თქმა უნდა, იყო ძალის გადამეტება და აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც დამიზნებით ესროდა, სადისტების ადგილი ჩვენი პოლიციელების გვერდზე არ არის. თქვენ როგორ გგონიათ ბრძანება იყო გაცემული, რომ დამიზნებით ესროლეთ ადამიანებსო? მთავარი დამნაშავე არის ვინც ახალგაზრდები მიუშვა სპეცრაზმთან, რომელიც არის შეიარაღებული სპეციალური საშუალებებით. გავრილოვის შემოშვებას რაც შეეხება ჩვენ პასუხიმგებლობა ავიღეთ, მაგრამ პასუხიმგებლობა აქვს ასაღები ყველას. გახარიამ დაგვიცვა კიდევ უფრო დიდი უბედურებისაგან და იმ პოლიციელებს, რომლებმაც გახარიას კანონიერ ბრძანებას გადააჭარბეს და თვალი დათხარეს ადამიანებს ისინი უნდა დაისაჯონ.

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას აქციის დარბევაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხიმგებლობის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები