მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

კვაჭანტირაძე: ხალხში მიდის ღადავი, მადლობა ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი

პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან აწეულია. შეიძლება ყველა არ დგას ქუჩაში მაგრამ თქვენც ძალიან კარგად ხვდებით რომ საზოგადოება არის მაქსიმალურად ეგზალტირებული, იმიტომ რომ საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი სცენარი განვითარდა, რომელიც დიდი ალბათობით პროვოკაციიდან დაიწყო. ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ აქ რაც მოხდა, მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე. კარგი იქნებოდა რომ ეს არ ჩატარებულიყო ამ დარბაზში. ახლა კობახიძე წასულია და თუკი ვინმე ელოდება რომ მე მის ლანძღვას გავაგრძელებ, არა ერთ შემთხვევაში მე ამას არ ვიზამ მაგრამ ნამდვილად დიდი შეცდომა იყო რომ ეს ასამბლეა აქ, ამ დარბაზში ჩატარდა მხოლოდ იმიტომ რომ თანხები ყოფილიყო დაზოგილი. თავისუფლად შეიძლებოდა ამ ასამბლეის ჩატარება სასტუმროში, როგორც ტარდება ყველგან თითქმის. გადაეხადათ 3000-4000 ლარი სასტუმროსთვის, უფრო მეტი არ ღირს. და ახლა მიდის ღადავი საზოგადოებაში, მადლობა მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვცა პროპორციული არჩევნები. მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი. ეს გვინდოდა? ეს რა თქმა უნდ აარის გაუთავებელი შეცდომების ჯაჭვის შედეგი, რაც თითქმის ბოლო ერთი წელია ხორციელდება. ძალიან საწყენია ეს. თუმცა მე მჯერა რომ ეს იყო პროვოკაცია. აი შინაგანად ამის რწმენა მაქვს. 

პარლამენტის დეპუტატი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე.

კომენტარები