პროპორციული საარჩევნო სისტემა

კახა ოქრიაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მერე პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, აშკარაა რომ პოლიტიკური იდიოტების პროცენტი ძალიან მაღალია საქართველოს პარლამენტში და იმის შემდეგ, როდესაც გადავალთ აბსოლუტურ პროპორციულ სისტემაზე პოლიტიკური იდიოტების რიცხვოვნობა აუცილებლად გაიზრდება. ასე, რომ ცირკებს ვნახავთ მომავალში უფრო მეტს. მე ვეწინააღმდეგები ამ სისტემაზე გადასვლას და მაქვს არგუმენტები, ტყუილად კი არ ვეწინააღმდეგები რომ არ მინდა და არ მსურს, მაქვს არგუმენტები და ჩემს მოწინააღდეგეებს არგუმენტები არ აქვთ, უფრო სურვილი აქვთ რომ ამ შენობაში პოლიტიკურმა იდიოტებმა დაიკავონ ადგილი.

ქართულმა ოცნების წევრმა, კახა ოქრიაშვილმა პროპორციულ საარჩევნი სისტემაზე გადასვლაზე ისაუბრა.

კომენტარები