ნარჩემაშვილი: მე რომ მინისტრი ვიყავი, სისხლი არ დამიღვრია, გახარია უნდა გადადგეს

მე როცა ვიყავი მინისტრი, სისხლი არ დამიღვრია, დღეს გამოვედი და ვთქვი, რომ გახარია უნდა გადადგეს. 2003 წელს, როცა მე მინისტრი ვიყავი და დემონსტრანტები 70 000-ნი იყავით, ერთი ტყვია არ გამისვრია და ერთი ცრემლმდენი გაზი არ გამიშვია. ამიტომ, აქ ხალხი ვინც არის, გაათვითცნობიერეთ, ვინ არის უმრავლესობის წევრი, მერე გამოიყვანეთ და მერე გამოახატინეთ პროტესტი. მე ყველა დავგმე, მე ქუჩაში სიარული არ მეშინია

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებთან გავიდა, სადაც უმრავლესობის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

კომენტარები