საქართველოს პარლამენტი

კილაძე გავრილოვის მისვლაზე: ღირსეული რეაგირება ჰქონდა ოცნებას, მაღალი დონიდან დაწყებული

ერთი მხრივ, გასაგებია საზოგადოების პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად, ძალიან დიდ სირცხვილს ჰქონდა ადგილი და ძალიან დიდ შეცდომას ჰქონდა ადგილი - გავრილოვს ვგულისხმობ, ამაში ჩვენ გადავიხადეთ პოლიტიკური ფასი. ღირსეული რეაგირება ჰქონდა ქართული ოცნების მხრიდან ყველა დონეზე, მაღალი დონიდან დაწყებული და სწორი შეფასებები მიეცა ამას, რომ ეს იყო დაუშვებელი.

აღნიშნული ქართული ოცნების წევრმა სოფო კილაძემ 25 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კომენტარები