ლევან კობერიძე: გახარია უნდა გადადგეს დროულად, სანამ კიდევ უფრო დაძაბულა სიტუაცია

გახარიამ პასუხსიმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, თუ რა მოხდა იმ ღამეს, რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა, არ არის ღირსეული საქციელი, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თუკი ვინმეს აქვს გადაცდომა სამსახურეობრივი მოვალეობის, ან სხვა სახის დანაშაული, ეს უკვე არის ცალკე თემა და არ უნდა მოხდეს ამით გადაფარვა გახარიას არ გადადგომით, გახარია უნდა გადადგეს. მე არ ვარ გარკვეული ტექნიკურ საკითხებში, მე ვიცი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი წესით აკონტროლებს ესეთ სიტუაციების, უნდა არსებობდეს აქციის შემთხვევაში, თუ დაშლის საჭიროება დგას, მისი დაშლის დამტკიცებული გეგმა, შეთანხმებული მთავრობასთან, უნდა იყოს წინასწარი გაფრთხილებები, არ უნდა იყოს დევნა მიტინგის ლოკაციის მოშორებით ადგილებში. მე ახლა ვხედავ იმას, რომ პოლიტიკური თავის დაძვრენის გამო, შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბოს, ამიტომ ისევე როგორც კობახიძე თავიდანვე უნდა გადამგარიყო და იყო შანსი ეს უბედურება არ დატრიალებულიყო და ახალგაზრდებს თვალები არ დათხროდათ, ისევე ვთვლი რომ გახარია უნდა გადადგეს დროულად, სანამ კიდევ უფრო დაძაბულა პოლიტიკური სიტუაცია. უმრავლესობას შევთავაზებ სხვა ფორმულას - თუ გახარიას ესე ეფარებიან და ისინი თვლიან რომ არ უნდა გადადგეს, მე შევთავაზებ ერთ ფორმულას, ან გახარია გადადგეს ან მთავრობა გადააყენონ თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესაბამისად.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარია პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები