ნიკა მელიას საქმე

მელია ოცნების დეპუტატებს: თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს, თქვენც ივანიშვილის ტყვეობაში ხართ

მინდა მოვუწოდო ქართული ოცნების დეპუტატებს, როგორც ვიცი, 76 ხმა სჭირდება, რომ იმუნიტეტი მოგიხსნან და დაგაკავონ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ღელავს, მოვწონვარ-არ მოვწონვარ, არ არის ადამიანურად სასიამოვნო, ჰო? წინა ცხოვრებიდანაც ვიცნობ და ემიცურად რთული იქნება ბევრი ქართული ოცნების დეპუტატისთვის, ბევრისთვის არ იქნება, ზაქარია ქუცნაშვილი რომ იქ ყოფილიყო, ორივე ხელით დააჭერდა...

მინდა მივმართო ქართული ოცნების ყველა დეპუტატს - არ იდარდოთ, ვიცი, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა, ეს პირველად არ ხდება და არც უკანასკნელი იქნება ამ დღეებში. თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს, იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია რუსთავი 2-ის ეთერში. ცნობისთვის, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა მისცეს. გენერალური პროკურორის მიმართვა დღეს პარლამენტის ბიურომ განიხილა და განსახილველად კომიტეტებს გადასცა.

კომენტარები