ევროპული საქართველო

ხოშტარია: ამ აქციამ ქართული ოცნება მოათავსა წარსულში და აქ დგას მომავალი

ხელისუფლება არის ისტერიკაში იმისგან, რომ პირველად მოხდა გარღვევა მათ პროპაგანდაში, როდესაც ყველა საკითხზე, იქნებოდა ეს სიღარიბე, ადამიანის უფლებები თუ ლამის, როგორი ამინდია, იყო, რომ 9 წელი და წარსული, იყო შეჯიბრი აწმყოსა და წარსულს შორის და სამწუხაროდ, ამაში ისინი ყოველთვის იგებდნენ. ეს აქცია არის სწორედაც აქცია, რომელმაც ქართული ოცნება მოათავსა წარსულში და აქ დგას მომავალი. ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი ეს დააბრუნონ პარტიულ ჭიდილში და იქ იმედი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ ამ ყველაფერში და ამ ადამიანებს უბრალოდ ზურგი შეაქციონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ და მათ კითხვებს არ უპასუხონ

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-თან.

კომენტარები