20 ივნისის აქცია

ხოშტარია: ყველა რომ დაგვიჭირონ, ახალგაზრდებო, გააგრძელეთ მშვიდობიანი შეტევა უსამართლობაზე

საერთოდ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ჩემი მთავარი გზავნილი იქნება - ახალგაზრდებო, ვინც დგახართ ისტორიის სწორ გზაზე, გააგრძელეთ ეს მშვიდობიანი შეტევა ქართული ოცნების უსამართლობაზე, არ გამოვა ეს ყველაფერი, ძალიან დასუსტებულია ხელისუფლება, რაც არ უნდა ჩაიფიქრონ, მოიფიქრონ, მოიგონონ, მთავარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აპროტესტებს, ხოშტარია-მელიას კი არა, პარტიებზე კი არ არის აქ ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რა მოხდა, რატომ გვესროლეთ, რატომ გვცემეთ, რატომ არ შემოუშვით ექიმი, ამიტომ, ამას ვერ გაექცევიან, ყველა ერთ კამერაში რომ შეგვყარონ, მაინც

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენაზე.

კომენტარები