კიკაბიძე სტურუაზე: ეტყობა, დიდი ნიჭი, დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა

მინდა, რობიკო სტურუას გადავცე დიდი მოკითხვა აქედან. რობიკო მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა, მე მაგისთვის ნათქვამი მაქვს, რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, გიამაც თქვა ეგ, ვუყურებდი, მაინტერესებდა, იტყოდა თუ არა. ეტყობა, იცი, რა არის, დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი, დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა, ის აქეთ არის, ეს აქეთ არის და შიგნით რა არის, ეს უკვე...

მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე რუსთავი 2-ის ეთერში რობერტ სტურუას პოსტს გამოეხმაურა. სტურუამ Facebook-ზე აქციების შესახებ დაწერა, რომ "საქართველო აღარ არის".

კომენტარები