ღარიბაშვილი: გავრილოვის პარლამენტში შეშვება შეცდომაა, სპიკერის სკამზე დაჯდომა მე-2 ტრაგედია

ჩვენ ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავუშვით. ვგულისხმობ ბატონი გავრილოვის, რუსი დეპუტატის პარლამენტის შენობაში შეშვებას. ის, რომ სპიკერის ადგილზე, სკამზე დაჯდა, ეს მეორე ტრაგედიაა, მეორე უბედურებაა. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატის შეშვება, იმ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს დაკანონებული ოკუპაცია, რომელიც სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიტანა და ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და არ დაგვავიწყდება, რა თქმა უნდა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და უფრო მეტიც, იყო ძალიან დიდი შეცდომა. მაგრამ შემდეგ ჩვენ ამას მყისიერად ვუპასუხეთ და თქვენ ნახეთ, გუნდის ყველა წევრი, ყველა ლიდერი, დაწყებული პარტიის თავმჯდომარით, ყველამ ერთად დავგმეთ მომხდარი ფაქტი. 7 საათამდე ფაქტიურად ჩვენ ყველაფერი გავანეიტრალეთ, რუსმა დეპუტატებმაა დატოვეს საქართველო, ეს კონფერენცია ჩაიშალა და შეწყდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების მოქმედი პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები