ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: 2011 წელს სააკაშვილი პუტინთან შეხვედრას ცდილობდა, პატიებას სთხოვდა

2011 წელს სააკაშვილმა, მისი ინიციატივით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ცდილობდა პუტინთან შეხვედრას, პატიებას სთხოვდა. ამის საპასუხოდ სააკაშვილის ინიციატივით უვიზო რეჟიმის გაუხსნეს რუსეთის მოქალაქეებს; ამის საპასუხოდ და ამის გასამყარებლად ყოველგვარი პირობის გარეშე, უპირობოდ, კაპიტულანტურად მისცა სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას თანხმობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე და ამის მემკვიდრეები ჩვენ გველაპარაკებიან გავრილოვის შემოსვლაზე? რასაც ქვეყნის მეორე პირი გადაყვა. 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები