ნიკა მელიას საქმე

გოგორიშვილი: რატომ დანიშნეთ კომიტეტი დილაუთენია? რატომ ვერ ითმენთ მელიას დაჭერას?

თუ შეიძლება, იქნებ აგვიხნათ რითი არის განპირობებული ასეთი სასწრაფო და საჩქარო, დილი 9 საათზე სხდომის ჩატარება, რომ გადაგვიყვანეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმში მე  არ მახსოვს, ასე ამ პარლამენტში ჩატარებულიყოს რამე. მით უმეტეს 5 დღე აქვს იურიდიულ კომიტეტსაც და საპროცედურო კომიტეტსაც საკითხის განხილვისთვის. გუშინ საღამოს შემოტანილი საკითხი ამ დილაუთენია რატომ არის კომიტეტი დანიშნული. რითია ეს სასწრაფოობა განპირობებული. რა მნიშვნელობა აქვს  2საათით ადრე დაიჭერთ ნიკა მელიას, თუ გვიან? რატომ ვერ ითმენთ ხალხო? რა გჭირთ? 

ევროპურლი საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხი უნდა განიხილონ.

კომენტარები