ნიკა მელიას საქმე

სამადაშვილი: ქვეყნის ისტორიაში პირველად, დეპუტატს მანდატს იმისთვის ართმევთ, რომ დაიჭიროთ

არსებობს სხვადასხვანაირ ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად 1937 წელს ღამე იკრიბებოიდა სამკაციანი სასამართლო და დახვრეტას უსჯიდნენ ადამიანს. ახლა მე მაინტერესებს დემოკრატიულ საქართველოში 2019 წელს, რა ხდება? რომ თქვენ დილის 9 საათზე გეგმავთ ერთ კომიტეტის სხდომას, მეორე კომიტეტის სხდომა უკვე ჩანიშნული გაქვთ შუადღეს და დღესვე აპირებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოართვათ მანდატი დეპუტატს იმისთვის, რომ დაიჭირონ. ანუ თქვენ დღეს აქ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დამნაშავედ ცნობთ ნიკა მელიას წინასწარ. თქვენი ლიდერი კობახიძე ქუჩაში ვეღარ გამოდის, უნივერსიტეტში ვეღარ შედის ლექციის წასაკითხად, სტუდენტები აგდებენ და ამიტომ კარგად დაფიქრდით, რასაც ახლა აკეთებთ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხი უნდა განიხილონ.

კომენტარები