ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია: ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ!

მტკიცებულებები არც აქვთ, როგორ შეიძლება მტკიცებულება ჰქონდეთ, ეს იგივეა, რომ რეალურად ნებისმიერი, ქართველი ჯარისკაცი იმის გამო დააპატიმრო, რომ იგი იყო ბრძოლაში შესული მტერთან, ამ შემთხვევაში რუსეთის წარმომადგენელთან. რამდენი გაუკეთებიათ ასეთი, ეს არის პოლიტიკა ამ კაცის, ივანიშვილის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გვიყურებს, გაიღვიძა ახლა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ. მთავარია ჩემი შვილი რომ გაიზრდება ის რას იფიქრებს და ის თაობა თორემ, ანრი ოხანაშვილი რას იფიქრებს ნაკლებად საინტერესოა.

რამდენიმე წუთის წინ ნაციონალური მოზრაობის წევრი, ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხი უნდა განიხილონ

კომენტარები