20 ივნისის აქცია

ზარდიაშვილი: ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ, თითოეული ტყვია ჩვენ მოგვხვდა

ევროპულმა საქართველომ, პრინციპში, დაგმო ძალადობა და ხაზგასმით იძახიან, რომ ძალადობა იყო. თუ ძალადობა იყო, მაშინ რაღა კითხვის ნიშნებს სვამთ, რატომ არ ვაცდით, ის ძალადობა ვინ დაგეგმა, ვინ განახორციელა, ვინ მოუწოდა, ამ კითხვებზე გვინდა პასუხის გაცემა. პოლიტიკურ ფასზე როცა მსჯელობთ, ჩვენ, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ, თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა, ყველა ქართველს მოხვდა, მაგას განვიცდით ყველა, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევით, რაც საჭირო იქნება, თქვენთან ერთად, უპრეცედენტოდ დავიწყეთ ამ საკითხის მიდგომა, სახალხო დამცველი ჩაერთო, ყველა ჩაერთო, არასამთავრობო სექტორი ჩაერთო, მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ ამაზე პასუხები არ გინდათ, თქვენ ეს ფართო ჩართულობაც არ გინდათ, იმიტომ, რომ გადაფაროთ, ყველაფერი გადაფაროთ, ყველა გამომსვლელმა საქართველოს მოქალაქეებს უთხარით, იყო თუ არა ძალადობა, მერე დასვით კითხვები

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებაზე ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურამ 20 ივნისის აქციის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა და პარლამენტს სთხოვს, მისი დაკავების თანხმობა მისცეს.

კომენტარები