ქანთარია ბოკუჩავას: ნუ ჭყივიხართ, არ გვინდა წიწინი, იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ

კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით ნუ ჭყივიხართ; არ გვინდა თქვენი წიწინი, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა. აბა, გაჩერდი ერთი წუთი, გაჩერდი გენაცვალე. იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ, იოგებს გაუფრთხილდი თუ შეიძლება, გამოგადგება მომავალში

ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ენმ-ს წევრ თინა ბოკუჩავას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებაზე ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურამ 20 ივნისის აქციის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა და პარლამენტს სთხოვს, მისი დაკავების თანხმობა მისცეს. (სტილი დაცულია)
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები