ნიკა მელიას საქმე

კვიციანი: რატომ იმათ არ უჩერებთ იმუნიტეტს, ვინც 20 ივნისს პარლამენტში ასამბლეა ჩაშალა?

ვინც 20 ივნისს პროვოკაცია მოაწყო და ვინც 20 ივნისის პროვოკაცია დაგეგმა, გამოძიებული და დადგენილია უკვე ის ადამიანები? რატომ პირდაპირ 21-ზე გადავედით და არ არის გამოძიებული და არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას, რომლებიც აქ 20 რიცხვში შემოვარდნენ, ჩაშალეს ასამბლეა და ამით დიდი ზარალი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც, რატომ იწყებთ შუიდან? ე.ი ზის ახლა აქ ნიკა მელია, როგორც განტევების ვაცი, სამარცხვინოა ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, ვინც 20 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაშალა და სერგეი გავრილოვს საკანონმდებლო ორგანო დაატოვებინა. ამ წუთებში პარლამენტი პროკურატურის მოთხოვნას განიხილავს - საგამოძიებო უწყება პარლამენტს სთხოვს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას და მისი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება მისცეს.

კომენტარები