კვიციანი: მელია აქამდე არ გაქცეულა, თუ არის საშუალება, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ?

21-ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მოუწოდებდნენ კიდევ ასე, მახსოვს ასეთი ფრაზა - "ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება" - გახსოვთ ალბათ ყველას ხო? ამის ავტორი, ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელაც არ სჭირდება არც შეჩერება იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა, არის დაკითხული ან დაკავებული?

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად, დღესაც აგერ მოვიდა, ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს, ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა?

თუ არის საშუალება იმის, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნება, რომ თავდებში დაუდგეს ნიკანორ მელიას? არის თუ არა ასეთი შესაძლებლობა, აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის [ხელს გამოძიებას], ან შიდაპატიმრობა იყოს?

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლევა გაწირეს, რადგანაც მივიღეთ, მოვიყვანეთ და დავსვით აქ, კეთილი ინებეთ და კოლეგიალურობა დავიცვათ, მოვითხოვოთ, კი ბატონო, შიდაპატიმრობა, სანამ არ დასრულდება გამოძიება. არ არის აუცილებელი, პატიმრობა შეეფარდოს, 57 000 გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები