ნიკა მელიას საქმე

მელია "ოცნებას": მე დღეს ვარ თავისუფალი, თქვენ თავს გრძნობთ უხერხულ მორჩილებაში

მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს აი ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ დღეს ამაყი, მაგრამ მე მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები; მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები