ნიკა მელიას საქმე

ზოიძე მელიას: მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას

ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას, მაგრამ ხუთი დღის წინ მზერა ვერ გავუსწორე და ვერც მომავალში ვერ გავუსწორებ მზერას მაიკო გომურს, იმიტომ, რომ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირადად ჩემს წილს, რომ აი, იქ გავრილოვი იჯდა - ერთი. რომ თქვენ, პოლიტიკურად მართლა შავ ჭირს ამ ქვეყნის, ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერანაირი კვალი.

ჩვენ ის მივიღეთ, რაც დღეს მივიღეთ, და მეც პირადად ვარ ნამდვილად ამაში დამნაშავე და მთელი ჩემი ცხოვრება უნდა გამყვეს ეს დანაშაული, რომ ჩვენ მოვხვდით ამ სიტუაციაში, როდესაც ის ახალგაზრდები, ის პოლიციელები, რომლებიც ასევე ახალგაზრდები არიან და ჩვენი მამულიშვილები, ასეთ დღეში აღმოჩნდნენ. ასე, რომ ძალიან გთხოვ, ნუ გვაცოდებ თავს. თქვენ დაგვიჭერდით,  დაგვხვრეტდით,  გვაწამებდით და მთავარს ვიტყვი -  ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა ისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება. 9 წელიწადი აწამებდით ამ ქვეყანას და ერთი ბოდიში არ მოიხადეთ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთხელ არ მოიხადეთ ბოდიში, პასუხი უნდა აგოთ

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე ნიკა მელიას მიმართავს. პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა თავი შეიკავა - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. ნიკა მელიამ სხდომის შემდეგ თქვა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები მას თვალს ვერ უსწორებდნენ და ისინი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არიან.

კომენტარები