ნიკა მელიას საქმე

ელისაშვილი მელიაზე: ვხედავთ ერთის მხრივ ვაჟკაც ბიჭს და მეორეს მხრივ ტურების თავშეყრას

არის რაღაცეები რაც ჩემთვის პოლიტიკაზე მაღლა დგას. ახლა ამაზე დავწერ: ნიკა მელია ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. სრულიად მიუღებელ, აღაშფოთებლად მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. მაგრამ მე ბავშვობიდან მასწავლეს რომ ვაჟკაცობა მოსისხლე მტერსაც უნდა დაუფასო, არათუ პოლიტიკურ ოპონენტს. იმასაც ვიტყვი რომ 20 ივნისის საღამოს ჩემი შეხედულებით ნიკა მელიას ქმედება იყო დიდი უპასუხისმგებლობა, მაგრამ იყო თუ არა ეს უპასუხისმგებლო ქცევა დანაშაული ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა. გამოეძიებინა დინჯად, კვალიფიციურად და აუღელვებლად და არა ფართხაფურთხით და თათარიახნად. ამის ნაცვლად ვხედავთ სადამსჯელო სხდომას, კომკავშირულ ამხანაგურ სასამართლოს. ვხედავთ ერთის მხრივ ვაჟკაც ბიჭს და მეორეს მხრივ ტურების თავშეყრას. ყველაზე მეტად ბავშვობიდან მძულს სუსტის მჩაგვრელები - "აბიჟნიკები". ჰოდა, დღეს ოცნება "ეაბიჟნიკება" ერთ კაცს. თან ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა და მისი დაჭერა სისხლს ჩამორეცხავს თვალთხარია გახარიას?
ვინც როგორი კუდი გინდათ მოაბით ეხლა რაც დავწერე იმას, მაგრამ მე ჯერ კაცი ვარ და მერე პოლიტიკოსი. ჰოდა, ეხლა კაცურად ვუჭერ მხარს ნიკა მელიას. ესაა და ეს.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას ეხმაურება.

კომენტარები