ნიკა მელიას საქმე

სამადაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობამ გავრილოვსა და მელიას შორის გავრილოვი აირჩია

როდესაც პარლამენტს დაუდგა არჩევანი, აერჩია გავრილოვი, თუ ნიკა მელია, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა უმრავლესობამ, რომელიც არავის აღარ წარმოადგენს ამ პარლამენტში ივანიშვილის გარდა და არაფერი საერთო არ აქვთ მათ ქართველ ხალხთან, აირჩია გავრილოვი. ამას უპასუხებს ისევ ქართველი ხალხი იმით, რომ ძალიან სწრაფად დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი. 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა და პროკურატურას მისი დაკავების ნება დართო. ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მას 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები