კილაძე მელიაზე: დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ ამას პატივს ვცემთ

სასამართლომ იმსჯელა ბატონი მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული და ვფიქრობთ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლემ, დამოუკიდებელმა რგოლმა ხელისუფლების და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ამას პატივს ვცემთ

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე. ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების უმრავლესობამ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა და პროკურატურას უფლება მისცა, ენმ-ის ლიდერის დაპატიმრება მოეთხოვა. დადგენილებას მხარი დაუჭირა სოფო კილაძემაც.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები