ნიკა მელიას საქმე

მელია: იმ 92 დეპუტატს მივმართავ, რა დღეში ჩაგაგდოთ ბიძინა ივანიშვილმა, ხვდებით?

იმ 92 დეპუტატს მივმართავ, რა დღეში ჩაგაგდოთ ბიძინა ივანიშვილმა, ხვდებით? ვითომ გამსჯელათ გუშინ და გაძახებინათ, რომ მტკიცებულებები საკმარისია, ვიმსჯელეთო, მთელი ცხრა საათის განმავლობაში და რა, აღმოჩნდა, რომ თურმე არ არის? თავშივე ვუთხარი მოსამართლეს, დაპატიმრების შემთხვევაშიც და გირაოს შეფარდების შემთხვევაშიც იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვერ გაბედა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა, ვერ გაბედა

ნიკა მელია მისთვის გირაოს შეფარდების შემდეგ. ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების უმრავლესობამ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა და პროკურატურას უფლება მისცა, ენმ-ის ლიდერის დაპატიმრება მოეთხოვა.

კომენტარები