ნიკა მელიას საქმე

მათიკაშვილი გირაოს შეფარდებაზე: მიზანი, რომ მელიამ მოწმეებზე ზეწოლა არ მოახდინოს, მიღწეულია

დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ის დამოუკიდებალად იღებს გადაწყვეტილებას, როგორც საზოგადოებამ ნახა მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და სპეციალური ღონისძიების შეფარდება,რაც გულისხმობს იგივეს, რაც არის შინაპატიმრობა. პროკურატურის მიზანი, რომ ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე ეს მიღწეულია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა , რომ აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ან განაჩენზე საუბარი არ არის 

უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე. ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების უმრავლესობამ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა და პროკურატურას უფლება მისცა, ენმ-ის ლიდერის დაპატიმრება მოეთხოვა. დადგენილებას მხარი დაუჭირა მათიკაშვილმაც

კომენტარები