მელიას გირაო

წულაია მელიაზე: სწორი გადაწყვეტილებაა, გუშინაც მოვუწოდე პროკურატურას ამ გზით წასულიყო

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ სანამ საქმის განხილვა სასამართლოში დასრულდება, აღსრულდება სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპი და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი მიეცემა პასუხისგებაში, ნიკა მელია არ დარჩება პატიმრობაში.

სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მე გუშინაც მოვუწოდე პროკურატურას, რომ ამ გზით წასულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე სოციალურ ქსელში წერს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა გუშინ პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოსთვის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიემართა. მომხრეებს შორის იყო ილია წულაიაც.

კომენტარები