მელიას გირაო

ზოიძე მელიაზე: ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა

სასამართლოს ჰქონდა საშუალება, შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება და შეარჩია გირაო. შესაბამისად სასამართლოს კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. ჰუმანურობის კუთხით, როგორც ექიმს მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.

ჩემი მოთხოვნა ყოველთვის იყო, რომ პასუხი ეგო იმ პროვოკაციული საქციელისთვის, რაც იყო ახალგაზრდების სპეცრაზმზე წაყვანა, ამით პარლამენტზე შეტევის განხორციელება. ეს სერიოზული ბრალდებაა და აუცილებელი იყო პასუხი ეგო. ეს ყველაფერი წინ არის. იქნება გამოძიება, დადგინდება ფაქტები და უკვე ამ ფაქტების საფუძველზე მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა გუშინ პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოსთვის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიემართა. მომხრეებს შორის იყო აკაკი ზოიძეც.

კომენტარები