გახარია რეზინის რაკეტისებრ ტყვიებზე: ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში

არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დრო გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ამ ტყვიის გამოყენების, ან პროტოკოლის შესაბამისად გამოყენების საკითხი არის გამოიძიების შესასწავლი. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და ისინი დაადგენენ და მე არ მივცემ ახლა ამას არც მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებას. რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არსებობოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში. მას შემდგომ ეს ტყვიები შეძენილი არ ყოფილა.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით, მათ შორის რაკეტისებრი ნარინჯისფერი ტყვიებით დარბევაზე საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები