აქციის დარბევა

გაბაშვილი გახარიას: შენ ხარ პოლიციელების განკითხვის მიზეზი, ყველა რიგითის და ოფიცრის სიმძიმე

ვიჯდები სკამზე, სანამ პოლიციელები საზოგადოებრივი განკითხვის საფრთხის წინაშე არიანო ბოდავს - შენ ხარ ახლა პოლიციელების განკითხვის მიზეზი - პირადად შენ! სიმძიმე ხარ ყველა რიგითის და ოფიცრის!

#წადი

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი გიორგი გახარიას შესახებ, რომელმაც დღეს პრეკონფერენციაზე თქვა, "ყველაფერი რაც აქ ხდებოდა არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა, სანამ არ დასრულდება გამოძიება როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ, როგორც კი დავასრულებ ამას ყველაფერს, იმ შედეგებიდან გამომდინარე რა შედეგებსაც მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის."

კომენტარები