20 ივნისის აქცია

გახარია: რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის - უბრალოდ ცინიკური ტყუილია

თქვენ ახლა მაგალითად, რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის. ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება. გამოძიება გამოიძიებს და იტყვის, რას რა სახელი უნდა დაერქვას, თუმცა, ის რეგლამენტები, რომელიც არსებობს დღეს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია იყოს გადახედილი, შეიძლება გადავხედოთ. რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ რაღაც სახის, ან შეიძლება ცოტა სხვანაირი პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს, თუმცა, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლა, არის გამოსაძიებელი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან, რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. ეს სხვადასხვა რამეა. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ ეს დაარღვია და ეს ჩანს კამერებზე, ან გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯილი, რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა, გამოყენებული არ ყოფილა, ვერ იქნებოდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 20 ივნისის აქციის დარბევაზე ჟურნალისტებთან საუბრობს.

კომენტარები