გახარია: იყო მცდელობა პასუხისმგებლობის არიდების - ხელაწეული შევიჭრებით პარლამენტში

"ამ ყველაფრის დაგეგმვის პროცესი ასევე პირდაპირ ეთერში ჩანდა, მოწოდებებს ვინ ახორციელებდნენ ესეც ჩანდა. იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს სხვადასხვა სიტყვებით. ამ სიტყვებში აშკარად ჩანდა მცდელობა, როგორმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების: ხელაწეული, მშვიდობიანად შევიჭრებით პარლამენტში. ჩვენ ერთ საათში თუ არ მოხდება ეს გავაკეთებთ ამას. რასაც შემდგომ კონკრეტული ქმედება მოჰყვებოდა. ეს ხომ არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო მშვიდობიანი აქცია 10 საათამდე. ადამიანები კონკრეტულად პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ამ პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების ან არშესრულების პირობებში ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რასაც შემდგომ მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმა ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შესვლის მიზნით."


მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები