მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული და პროტოკოლური მხარე, რომელიც მე გეუბნებით, რომ იყო დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეიძლება ვიდავოთ, თქვენ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოთქვამდა პროტესტს, დაუპირისპირდა პოლიციას, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, ვინც ამაში მიიღო პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისევე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, არის იმაში, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არ მიიყვანოს, არ დაუშვას ძალადობრივად შეჭრა და არ დაუშვას ამ შტურმის მიზნის მიღწევა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ეს გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად მინიმალური ზიანი მიადგეს, მაქსიმალურად ხარისხიანად ვიმუშაოთ, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამართალდამცავი სისტემის ფუნქცია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, უნდა დაეთმო და ეთქვა ბოდიში, მობრძანდით, შებრძანდით პარლამენტში და შემდგომ უკვე, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვნახოთ როგორ იქნება. ასე სახელმწიფო არ შენდება და ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლების პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, შტურმით იჭრებიან პარლამენტში და სახელმწიფოს ვალდებულებაა ინსტიტუტების გარდა, მოქალაქეებიც დაიცვას, იმიტომ, რომ არავინ იცის ამ შეჭრას შემდგომ რა მიზნები მოყვება და რა შედეგებამდე მივდივართ. სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია და იცის რა არის და ის ქცევის წესები, რომ როდესაც დარჩენილია არჩევნებამდე ერთი წელი, ცოტა მეტი და როდესაც ეს ქვეყანა, აბსოლუტურად, მედიათავისუფლების ნაწილში, პლურალიზმით, ყველაფრით არის მზად იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მშვიდობიანად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც თითოეული პოლიტიკური ძალისთვის მისაღებია და ამ დროს, ხდება მსგავსი ქმედება
tbl.ge/3taj
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პრემიერი: 20 ივნისს ევროპის მხარდასაჭერად გასულ ადამიანებს მიშა დახვდათ საბოლოო ჯამში
- კალაძე აქციაზე: ენმ-ს ორგანიზებული იყო, მათი ახალგაზრდული პარტიის, სირცხვილიას მიერ
- მეზვრიშვილი: თუ უნდოდათ, ერთიანობის აქცია ყოფილიყო, 20 ივნისი არ უნდა შეერჩიათ
- 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გამო, თბილისის მერია რუსთაველის გამზირს 14:00-დან გადაკეტავს
- გახარია: ამას წინათ ვკითხულობდი, 20 ივნისს შეიძლება თბილისი ჩაიკეტოსო, სასაცილოა