ბახტაძე: კრიზისი და კატასტროფა ის იქნებოდა, ენმ-ის სცენარის რეალიზაცია რომ მომხდარიყო

ჩვენ ვიხილეთ სურათი, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სრულიად სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი (და ჩვენ ვართ სოლიდარულები ამ პროტესტის მიმართ), იქნა გამოყენებული პროვოკაციული მიზნებისთვის ნაცონალური მოძრაობის ლიდერების მიერ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ეს არის სურათი, რომელიც თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ დაინახა.

თქვენ ახსენეთ კრიზისი, რა თქმა უნდა, დიახ, ეს სიტუცია იყო კრიზისული, მაგრამ თუ გსურთ მიიღოთ პასუხი, მართლა რა არის კრიზისი და კატასტროფა სახელმწიფოსთვის, ეს იქნებოდა ის, რომ მომხდარიყო მათი სცენარის რეალიზაცია და ქვეყანა გაეხვიათ ისეთ ქაოსში, რომელიც დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო ორჯერ, რომელმაც ისეთი ტკივილი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომ დღემდე მისი შედეგების მნახველი ვართ თითოეული ჩვენგანი. ეს არის კონკრეტული მოცემულობა და კონკრეტული შეფასება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე კითხვაზე, არის თუ არა მთავრობა კრიზისულ სიტუაციაში, 20 ივნისის შემდეგ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები