საქართველოს მთავრობა

პრემიერი: რა უნდა გაეკეთებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს? უნდა დაეცვა კონსტიტუცია

მე კითხვა მაქვს თქვენთან, რვა რომელიც პასუხისმგებელია კონსტიტუციის დაცვაზე, რა უნდა გაეკეთებინათ? ის, რაც გააკეთეს ადრე? რამაც გამოიწვია კოლაფსი. თქვენი პასუხიც არის "არა". მათ უნდა დაეცვათ კონსტიტუცია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ. მისი მტკიცებით, ოპოზიცია 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, რაც შსს-მ აღკვეთა. ამასთან, პრემიერმა 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალება და 2003 წლის ვარდების რევოლუცია ერთ კონტექსტში მოიხსენია და თქვა, რომ " ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს".

კომენტარები