გახარია: მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს მოხდა

მინდა რამდენიმე ფაქტორს გავუსვა ხაზი - მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს, სამწუხაროდ მოხდა, თბილისში. ეს აქცია მშვიდობიანი იყო ზუსტად ათ საათამდე და ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში.

მას შემდგომ, რაც ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და ორგანიზებული ჯგუფების მიერ კონკრეტული შტურმები განხორციელდა პოლიციასა და სახელმწიფო ინსტიტუტზე, პოლიცია ვალდებული იყო, ემოქმედა. არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია დავადანაშაულოთ, მათ კანონი არ დაურღვევიათ.

ყველა ის ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია - დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი პარლამენტი, სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შესვლა, რასაც შემდეგ კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა

შს მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაზე.

კომენტარები