გიორგი გახარია

ოთო კახიძე: 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია

10 საგულისხმო ფაქტი ჯერ კიდევ მოქმედი შს მინისტრის მოღვაწეობიდან:

1. ჩაატარა საბჭოთა რეიდები, რითიც დაარღვია კანონმორჩილ მოქალაქეთა უფლებები;

2. პროკურორებთან ერთად, მისმა თანამშრომლებმა მიჩქმალეს დამნაშავეთა როლი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში, რაც მინისტრმა რეაგირების გარეშე დატოვა;

3. მისმა თანამშრომლებმა სცემეს პოეტ ზვიად რატიანს, რაც მინისტრმა ასევე რეაგირების გარეშე დატოვა და პირიქით, ნეგატიური კამპანია აუგორა დაზარალებულ მოქალაქეს;

4. გასცა კლუბ ბასიანში სპეცრაზმით შევარდნის ბრძანება, ვითომ ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში, შემდგომ უკანონოდ დააკავა მოქალაქეები, რომლებმაც გამოთქვეს პროტესტი ამის გამო;

5. გამოიყენა მოძალადე ფაშისტური ჯგუფები კანონმორჩილი მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის უფლების შესაზღუდად, დააშანტაჟა ისინი სიძულვილის ჯგუფებისგან მომდინარე უკონტროლო ძალადობით;

6. არ გამოიძია თიბისი ბანკზე განხორციელებული კიბერ შეტევა, მაშინ, როდესაც დაზარალებულ მხარეს იდენტიფიცირებული ჰქონდა ყველა საჭირო დეტალი;

7. ემუქრებოდა ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმენს და აიძულებდა მას, ჩართულიყო საარჩევნო პროცესში, საქმე დღემდე გამოუძიებელია;

8. სამეგრელოში ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს, მათი მხრიდან გამოყენებულ უკანონო მეთოდებს შეეწირა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, ია კერზაია, საქმე დღემდე გამოუძიებელია;

9. სპეცრაზმი შეიყვანა პანკისის ხეობაში და გამართა სრულიად უაზრო შეტაკება ადგილობრივ მოსახლეობასთან;

10. შემოუშვა საქართველოში გავრილოვი, ანტისაოკუპაციო მიტინგზე გამოსული მოქალაქეები მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქმედმა დანაყოფებმა უმოწყალოდ და სადისტურად დაარბიეს, გამოიყენეს დიდი ზომის ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები, რომელიც ადამიანების გარდაუვალ დასახიჩრებას იწვევს, თვალების გარეშე დატოვეს ახალგაზრდები.

მე ვფიქრობ, რომ საკმარისზე მეტი მიზეზია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე Facebook-ზე.

კომენტარები