მელია: ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე იგივეს გავაკეთებდი

რა თქმა უნდა მე ჩემი წვლილი პასუხისმგებლობა მაქვს და ვფიქრობ, რომ ასჯერ თუ მომეცემა შესაძლებლობა, რომ გადავახვიოთ და 20 ივნისს აღმოვჩნდე, მთელი დღის პერიპეტიების შემდეგ, რასაც ვუსმენდი ხელისუფლების მხრიდან, სხვა განცხადებას არც გავაკეთებდი, იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ვინმე პასუხისმგებლობის მქონე პირი მაინც გამოსულიყო და ეთქვა, რომ შეეშალათ და ახლავე გაკეთდება გაცხადება კობახიძის მხრიდან და იგი დატოვებს თანამდებობას, ან თვითონ გამოვიდოდა და დატოვებდა თანამდებობას. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ნებსით თუ უნებლიეთ, ფაქტია, რომ აგრესორი ოკუპანტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძალიან ცნობილი მტერი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ამიტომ, მე ჩავთვალე აუცილებლად, რომ გამეკეთებინა ეს განცხადება. ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე იგივეს გავაკეთებდი, ჩემთვის ის მხოლოდ პარლამენტის შენობა არ იყო, იქ შეიბღალა ეროვნული ღირსებაც, ყველა ღირსება აყრილი ვიდექით იქ.

ამის შესახებ ნიკა მელიამ TV პირველის გადაცემაში "პირველები" ისაუბრა.

კომენტარები