მდინარაძე: გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, პირად ურთიერთობაშიც ასეთია

რაც შეეხება გიორგი გახარიას, გუშინ ჩვენ მისი ინტერვიუ მოვისმინეთ, დღესაც მისი განცხადება იყო, თუ არ ვცდები და ის ამბობს, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას და ჩვენც ასე ვიცნობთ მას. პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია, რომ ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას და როდესაც ელემენტალური მონაცემები იქნება გამოძიებიდან, რაც საშუალებას მოგვცემს და ეს გამოძიება ვერ გაგრძელდება თვეები და წლები. მინისტრი გახარია არის პასუხისმგებლიანი ადამიანი, ის არ ერიდება პასუხისმგებლობას, დაფიქსირდა მისი პოზიცია არაერთხელ ამასთან დაკავშირებით. გუშინ ორი საათის განმავლობაში იგივეს ვისმენდით და როდესაც გამოძიებიდან, რომელიც არ უნდა გაგრძელდეს თვეები და წლებზე არ არის საუბარი, არ სჭირდება ამ საქმეს იმდენი დრო, რომ ვთქვათ რაღაცა მოკლე ვადის განმავლობაში ხელშესახებ შედეგებზე ვერ ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, მივიღოთ ეს ელემენტარული შედეგები რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვეძლება კონკრეტული დასკვნების გამოტანა და შემდეგ უფრო ზუსტად შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, ვისი კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. შეიძლება დადგეს თუ არა მინისტრ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში იმ უპასუხისმგებლო ადამიანების და პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც წააქეზეს და ყველაფერი გააკეთეს გულწრფელი ადამიანის ემოცია ემართათ ამისათვის და მათმა ქმედებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე ზოგიერთებს და ამაზე ჩვენ ადეკვატური რეაგირება უნდა გვქონდეს, როცა სხვის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ.

28 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მოკლე ბმული: