20 ივნისის აქციის დარბევა

იზორია აქციის დარბევაზე: ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ჰქონდა ადგილი

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ კომენტარები, რომ ერთი მხრივ, პოლიცია, შსს და მისი ხელმძღვანელი მოქმედებდა იმ ვალდებულების თანახმად, რა ვალდებულებაც კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული, რად უკავშირდება განსაკუთრებით მართლწესრიგის დაცვას. ამასთან ერთად, ამ ვალდებულების შესრულებასთან ერთად ჩვენ  კომენტარებში ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჰქონდა  ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი. რა გახდა ამის მიზეზი და რა გარემოებებში მოხდა უფლებამოსილებების გადამეტება, ეს არის სწორედ გამოძიების პრეროგატივა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებები.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს 20 ივნისის აქციაზე გამოყენებული ტყვიების შესახებ. იზორიას ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები